пятница, 29 августа 2014 г.



ტექნოლოგიები ერთ-ერთი საშუალებაა  მოსწავლეთა მიღწევების განვითარებისათვის. სწორად დანერგილი ტექნოლოგიები და ინფორმაციასთან წვდომა ხელს უწყობს აკადემიურ წარმატებას. 
გავეცნოთ და დავეუფლოთ ინოვაციებს ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობაცაა. ამ სიახლეთაგან ერთ-ერთი შებრუნებული საკლასო ოთახია.
ამ მეთოდის გამოყენება სწორედ მოსწავლეზეა ორიენტირებული და ხელს უწყობს მასალის, ასათვისებელი შინაარსის ღრმად წვდომას, თემის გააზრებას და არა უბრალოდ დამახსოვრებას. მოსწავლეს შეუძლია კვლავ ისწავლოს ის რაც სასწავლო პროცესში გამოტოვა. მოსწავლე სწავლობს როგორ ისწავლოს, იგი სწავლობს ინტერესით და თავისი ბუნებრივი რიტმით. შესაძლებელია მასწავლებლის მიერ დროის უფრო ეფექტურად გამოყენება რაც მეტად მნიშვნელოვანია. შსო- ხელს უწყობს მასწავლებელს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მოსწავლის შესახებ. კლაის მართვა უმჯობესდება. სწავლება ხდება სახალისო და ციფრული გარემო ბუნებრივი და მიზანმიმართული.
რა უპირატესობები აქვს შებრუნებულ საკლასო ოთახს?
მასწავლებელი-მოსწავლის ინტერაქცია იზრდება
მასწავლებელს მეტი ინფორმაცია აქვს ინდივიდუალურ მოსწავლეზე
მოსწავლეებს შორის ინტერაქცია იზრდება
თანატოლთა ქოუჩინგისთვის (peer couching) ბუნებრივი გარემოა
კლასის მართვა უმჯობესდება
მშობლებთან ურთიერთობა იცვლება
საკლასო პროცესი გამჭვირვალე ხდება
„თამაშის პრინციპი
ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენება
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება
დიფერენცირებული სწავლების რეალური შესაძლებლობა
სიღრმისეულ გაგებაზეა ორიენტირებული
მოსწავლე თავისი ბუნებრივი რიტმით სწავლობს
მოქნილი დრო მოსწავლეებისთვის
მოსწავლე სწავლობს დროის მართვას
მოსწავლე ხდება Independent learner, სწავლობს როგორ ისწავლოს
დროისა და რესურსის ფექტური გამოყენება მასწავლებლის მხრიდან
მეტი დრო „სუსტი“ მოსწავლეებისთვის
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვის მეტი შესაძლებლობა